девушка, вы хотите грузинский хуй? ანუ რა ხდებოდა კაზანტიპზე

ეს პოსტი არ დაიწერებოდა, რომ არა გუშინ გაგებული ამბავი: ქართველი მამაკაცი რუს ტურისტს, დღისით, მზისით, მშვიდობის ხიდთან გასაუპატიურებლად მისდევდა, თურმე.

ჰოდა, იმწამსვე კაზანტიპი გამახსენდა და ქართველი “მაჩოები”, დამტვრეული რუსულით რომ მიდიოდნენ უკრაინელ გოგოებთან და  მისალმების  შემდეგ ეგრევე თავიანთი „ღირსების“ დათვალიერებას  სთავაზობდნენ, უარით გაოგნებულები კი, დედის გინებით ეცლებოდნენ იქაურობას.

უარესი შემთხვევებიც იყო: დედის გინებას რომ არ სჯერდებოდნენ და ძალადობას მიმართავდნენ – “ეტყობა თავს იფასებს და კიდევ ვცდი, აბა, როგორ შეიძლება, უკრაინელმა ქართველი ბიჭის მომხიბვლელობას გაუძლოს” ლოგიკით.

არადა, ეს შენი „მომხიბვლელი ბიჭი“ უკვე 40 წლისაა,  თავზე თმები სულ გასცვენია (სამაგიეროდ, სხეულზე  ბიბინებს ორმეტრიანი ჯაგარი) და ღიპიც ისე საეჭვოდ აქვს გამობზეკილი, იფიქრებთ, რომ  ეგზიუპერის  პითონს გადააწყდით, ახლადსპილოშესანსლულს.

კიდევ უარესებიც იყო: კარავში რომ შეუხტა ოთხი აღგზნებული ქართველი რუს გოგოს. თავს იმართლებდნენ – კი არ გავაუპატიურეთ, უბრალოდ ვეფერებოდით და როგორ შეიძლება, არ მოსწონებოდა, ის ხომ რუსი ქალია და თან კაზანტიპზე აბა, სხვა რისთვის უნდა ჩამოსულიყოო.

არ ვიცი, მაინც საიდან იღებს სათავეს მითი იმაზე, რომ ყველა პოსტსაბჭოთა  სივრცის ქალი  ქართველ მამაკაცთან დაწოლაზე ოცნებობს, იქნებ, ეს მითი არც იყო და ოდესმე მართლა აღიგზნებოდა რომელიმე სლავი გოგონა პირუტყვის განვითარების დონეზე დარჩენილი კავკასიელი მამრის წარმოდგენით,მაგრამ კაზანტიპზე რომ გრუზინობა ტეხავდა – ეს ფაქტია:

“თუ შეგატყობდნენ, რომ ქართველი იყავი, მანდ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, ამიტომაც, ხან ჟორჟი ვიყავი საფრანგეთიდან, ხან მაიკლი ამერიკიდან და ხან ჰარი – ინგლისიდან. უბედურება ის იყო, რომ ფასების გადახდაც უცხოურად მიწევდა მერე – ისედაც ცეცხლისფასიან ხაჭაპურს ორმაგად ძვირად მაძლევდნენ გამყიდველები; და კიდევ ის, რომელიმე ქართველი ჯიგარი რომ შემომხვდებოდა და – ეეე,ბიჯოო, რა ნაშა აგიგდია, მეც მათრეიეე ვინმეე, -მოგაძახებდა და ჰოპ, შენი ძლივს გაცნობილი გოგო, აგერ უკვე მთელი დღე ინგლისურად რომ ელაქლაქებოდი  და ტყავიდან ძვრებოდი, უკანმოუხედავად მიდიოდა სხვაგან.”- ილო ბეროშვილის თავგადასავლის იდენტურ ამბავს მიყვება ლევან ლოლაძე.

ქართველთა ქაჯობა კაზანტზე ამით არ შემოიფარგლებოდა: იყო საშხაპის ჭუჭრუტანასთან რიგები – როგორმე შიშველი ქალი რომ დაენახათ, იყო სტვენები და მოძახებები, იყო  რუსი ბიჭებისადმი აგრესია, იყო ქურდობა, ლოთობა და  ტრადიციული მუშტი-კრივი… კიდევ ბევრი რამ იყო ისეთი, ქართველობას რომ შეგაძულებდა.

ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და როცა მოიფხანაო…

ყველა ვოცნებობთ ოქროს თევზზე, რომელიც სასახლეს გვაჩუქებს, მილიონებს დაგვიტოვებს და იქნებ, დაგვაოჯახოს კიდეც. ჰოდა,ანაკლიელებმა მსგავს ოქროს თევზად  კაზანტიპი მიიჩნიეს – ბინებს,რომლებსაც მანამდე 10 ლარად აქირავებდნენ, 100 ლარი დაადეს დღეში, ოთხლარიანი ხაჭაპურით 40 ლარის მოგების ნახვა გადაწყვიტეს, ერთი ხინკლის გაყიდვით კი, არსებული ვალების გასტუმრება დაგეგმეს. საბოლოოდ,ოქროს თევზის მაგივრად ხელში შერჩათ ბაყაყი, რომელსაც პრინცად გადაქცევის იოტისოდენა პერსპექტივაც კი არ ჰქონდა.

ამ მაღალმა ფასებმა თავისი შედეგი გამოიღო: უკმაყოფილო კომენტარები სოციალურ სივრცეში და სტუმრების განახევრებული რაოდენობა.  ქართველმა ვაჟკაცებმაც, ლამის მართლა კაზანკრედიტი რომ ჰქონდათ აღებული, 5 დღის შემდეგ ვეღარ გაუძლეს ასეთ მაღალ ტარიფებს და უკან გამობრუნდნენ, ასო-წარკვეთილნი.

…და დაისვენა მეხუთე დღეს ყოველმან მცხოვრებლმან კაზანტიპისა და აკურთხა გონგმა და წმინდაჰყო იგი მზის ჩასვლაი, და მეექვსე დღეს გამოჩნდა იგი, მადლმოსხმული ბარიგაი.

ნარკატა

ქართული პოლიცია, რომელიც რიცხობრივად ორჯერ აღემატებოდა კაზანტიპზე ჩამოსულ ელექტორნული მუსიკის მოყვარულებს, დროს უქმად როდი კარგავდა: პირველივე დღეს შემოიარეს ტერიტორია, ღრმად შეიყნოსეს იქაური ჰაერი და  მსხვერპლიც გამოათრიეს კარვიდან. მსხვერპლი გონიერი ყმაწვილი აღმოჩნდა, მოხერხებულად დამალა თავისი ქართველობა და როგორც რუს ტურისტს, სამართალდამცველებმა მხოლოდ “პლანის” არსებული მარაგის ჩამორთმევა აკმარეს.

სამ დღეში მთელი კაზანტიპი ცარიელი იყო ყველანაირი მოსაწევისგან და მხოლოდ პოლიციელებსღა დასთამაშებდათ ლაღი ღიმილი სახეზე. ჰოდა, კიდევ ბარების მეპატრონეებს და ტუალეტის მფლობელს, რომელიც, დიდი ალბათობით, ახლადგამოჩეკილი მილიონერია ახლა.

მეხუთე დღეს ბობ მარლი გამოჩნდა, ბობ მარლი ირანიდან, ირანელი ბარიგა. ამ დღეს ოფიციალურად დაიხურა გრუზანტიპი და ხალხი ჭეშმარიტ კაზანტიპს ეზიარა.

იყო MDMA 250 ლარად ერთი გრამი, იყო მეტამფიტამინი და დალაილამები 50 ლარად და  იყო ღიმილი, ბევრი ღიმილი და ცეკვა ქანცის გაწყვეტამდე და იყო სექსი ზღვაში და ნუდისტი დამსვენებლები, ბევრი სიყვარული, სითბო და ცრემლები დახურვის დღეს…

მერე კი, დაგვეწყო უსაშველო დეპრესია, მომდევნო კაზანტიპის დადგომამდე რომ გაგვყვება, ალბათ.. კაზანტიპისა, რომელიც ანაკლიაში ნამდვილად აღარ ჩატარდება.

10344220_823037777728123_1217924030705791665_o

11144791_1265244343501829_7234388534461754133_o

10849090_1566664460270705_7789914222630826522_o

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s