მარტო მოგზაურობის უპირატესობებსა და ზოგადად მარტოობაზე

”If you are always going to wait for other people to join you,

 there is a big chance you will never get to do the things you dream of.”

ბოლოს როდის დარჩი საკუთარ თავთან მარტო?

როდის გაბედე საკუთარი ფიქრით გეფიქრა?

როდის გაერკვიე რა გსურს და ვინ ხარ საერთოდ?

ხო,მესმის. ძნელია მუდმივად ხალხით,სოც.მედიით და ნიუსებით გარშემორტყმულმა,wall-ში ტრადიციად ქცეულ ჭორაობასა და ბასიანის რეივებს შორის საკუთარ თავში გასარკვევი დრო გამონახო,ან იქნებ დროის გამონახვა სულაც არ არის პრობლემა?

სამოგზაუროდ თანამშრომლებთან ერთად წასული მეგობარი მეწუწუნებოდა გუშინ,რა უაზრო ადგილებში დაატარებენ და როგორ არ მიყვებიან იქ,სადაც თვითონ უნდა .ვუთხარი ,ამდენ წუწუნს ,ადექი და მარტო წადი,არსად დაიკარგები-მეთქი. ხო,მაგრამ სირივით მარტო ხომ არ ვივლი მერეო.

„ სირივით მარტო“…

როდის მიიღო მარტოობის კონცეპტმა,რომელიც საკუთარი თავის  კომპანიაში კომფორტულად ყოფნას , თვითკმარობის შეგრძნებას მოიაზრებს  ასეთი ნეგატიური,სევდიანი მნიშვნელობა?რატომ დავიწყეთ იმაზე ფიქრი,რომ თუკი ადამიანი მარტოა,ესეიგი მას ყველაფერი წესრიგში არ აქვს?რომ თუკი ვინმე სამოგზაუროდ მარტო მიეშურება,მეგობრები არ ყავს ან „შეყვარებულს დაშორდა ეტყობა საწყალი და რეაბილიტაცია ჭირდებოდა“?

რატომ ვუმეგობრდებით იმ ადამიანებს,რომლებთანაც თავიდანვე ვიცით,ბევრი არაფერი საერთო გაგვაჩნია?რატომ ვხვდებით იმ ბიჭებს/გოგოებს,რომლების მიმართაც განსაკუთრებულს არაფერს განვიცდით? რატომ ვიღებთ უთვალავ ჯგუფურ სელფებს ბედნიერი სახეებით,მაშინ,როდესაც რეალურად არ ვგრძნობთ ბედნიერებას?რატომ ვეტანებით იმ ადგილებს,სადაც მუსიკა ისე ხმამაღლაა,ერთმანეთისთვის სიტყვის თქმას ვერ ვახერხებთ ან ვიცით,იმდენი ნაცნობი დაგვხვდება,მოკითხვებს ვერ გავცდებით?იმიტომ ხომ არა,რომ სინამდვილეში რეალური ურთიერთობა კი არ გვინდა,უბრალოდ სიცარიელის გადაფარვას ვცდილობთ?

და მარტოობისაც იმიტომ ხომ არ გვეშინია,მისი კონცეპტის დემონიზებას იმიტომ ხომ არ  ვახდენთ ,რომ ჩვენში არსებულ სიცარიელეს არ გადავაწყდეთ,საკუთარ უნიათო მეს არ შევეჩეხოთ,იმ მეს,ამდენი ხანი რომ ვუმალავდით საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც?

ზუსტი პასუხი არ მაქვს .გადაჭრით არც ის მახსოვს,როდის დავიწყე  საკუთარი პერსონალური სივცით ტკბობა.სამაგიეროდ მკაფიოდ მახსოვს პირველი დაბადების დღე,რომელსაც გადავწყვიტე,მარტო შევხვედროდი.მას შემდეგ,საკუთარ დაბადების დღეებს ყოველთვის მარტო აღვნიშნავდი,ქალაქგარეთ,ბუნებაში.კარგი წიგნით და კარგი მუსიკით.

წელს გამიმართლა და ქალაქგარეთის მაგივრად ქვეყნის გარეთ აღმოვჩნდი. 18 დღე , 4 ქვეყანა,8 ქალაქი,9 ჰოსთი,ძალიან ბევრი გამოწვევა და მარტო მე,ერთი პატარა გოგო.

ეს იყო ყველაზე მაგარი თავგადასავალი,რაც კი შეიძლება ჩემი თავისთვის მეჩუქებინა და ვეცდები პუნქტებად ავხსნა,რატომ:

  1. ,,სული იზრდება მარტოობაში“

ერთის მხრივ, როდესაც იგივე სოციუმში ვაგრძელებთ ცხოვრებას,სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ ,მხოლოდ ერთი სპექტრიდან ყურების უნარი გვივითარდება და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მაგისტის ხარისხი მიიღე,გინდა თუ არ გინდა,ამ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით იწყებ აზროვნებას.

მოგზაურობა ამ სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება,ცხოვრების სხვა კუთხით დანახვას გვასწავლის და მსოფლიოსადმი ჩვენი წარმოდგენის განსხვებულ ვერსიებს გვთავაზობს.აანალიზებ,რომ  სამყაროში იმაზე მეტი სახის მშვენიერება არსებობს,ვიდრე წარმოდგენა შეგეძლო.საგნებს,ადამიანებს შორის ურთიერთკავშირის დანახვას სწავლობ და ერთიანობის განცდა გიჩნდება.

მეორეს მხრივ,მარტოობა გაძლევს დამატებით შანსებს იმაზე საფიქრალად,თუ რა გინდა ცხოვრებაში,ვინ ხარ და საით მიემართები. რატომ გაწუხებს ის,რაც გაწუხებს და რატომ გინდა ის,რაც გინდა ან რამდენად საჭიროა ეს უკანასკნელი.შენი აზრების დაბადვას სწავლობ და შენი რეალური დამოკიდებულებების გააზრებას.

შესაბამისად, იმოგზაურო მარტომ- ეს არის ყველაზე ამაღელვებელი გამოცდილება ცხოვრებაში,რომლის დროსაც ჩვენ ვიწყებთ როგორც სხვების რეალური სახის დანახვას,სხვების ცხოვრებით დაინტერესებას და თანაგანცდას -როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი თავისებურებების და მისწრაფებების გაანალიზებას-როგორც მარტო მყოფები,ეს ყველაფერი კი უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

 2.საკუთარი თავის ბატონ-პატრონი

მარტო მოგზაურობა ყველაზე ეგოისტური გადაწყვეტილებაა,რაც კი შეიძლება მიიღო.მაგრამ ეგოიზმი ყოველთვის ცუდი არ არის.

სხვ(ებ)ასთან ერთად მოგზაურობა  კომპრომისებთანაა დაკავშირებული.რა მოინახულოთ,სად ჭამოთ,სასტუმროში გაჩერდეთ თუ ჰოსთელში,ფეხით იაროთ თუ ტაქსით,დათანხმდეთ გაცნობაზე სიმპატიურ ბიჭს თუ თქვენს მეგობარს გაუწიოთ ანგარიში,რომელიც ამ ბიჭს „სწერვა“ სახით შესცქერის  -ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია,რომლის მოგვარება/შეთანხმებაც სულ მცირე ნერვების მოშლით მთავრდება ხოლმე,ხანდახან კი ამ თქვენი მეგობრის დაკარგვითაც კი.

როდესაც მარტო მოგზაურობ,შენს სამოგზაურო გეგმას თვითონვე ადგენ.იღვიძებ იმ დროს,რა დროსაც გინდა ,არ ელოდები არავის, არ ფლანგავ ზედმეტ ფულს,იმის გამო,რომ  თანამგზავრს შენზე მეტი ბიუჯეტი აქვს გათვლილი და მისთვის ძვირადღირებულ რესტორანში სადილზე უარის თქმა მოგერიდა.არ გიწევს წახვიდე შოპინგზე მაშინ,როდესაც  რომელიმე თანამედროვე ხელოვნების გალერეაში  ჯდომა და საათობით ძირს დაგდებული ბანანის ქერქის  ცქერა გირჩევნია ,იმის ფიქრში,ინსტალაციააა თუ უბრალოდ დაუვარდა ვინმეს .მოკლედ,მარტო მოგზაურობა ის იშვიათი მომენტია, როდესაც შენი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი შენი თავი და შენი სურვილებია და ერთადერთ მიზანს  საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენს.Carpe diem!

  1. ახალი ნაცნობები/სრული თავისუფლება

ახალი ადამიანების გაცნობა- ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია,რატომაც ხალხი მოგზაურობს.ადგილობრივებთან დაახლოება ხომ ყველაზე კარგი გასაღებია ქვეყნის კულტურის გასაგებად,თუმცა , დაკვირვებული ვარ,მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას ეს ამოცანა რთულდება- როდესაც კომფორტის ზონაში,შენი ნაცნობი ადამიანების გარმოცვაში ხარ , ახალი ადამიანების გაცნობის საჭიროებას ვეღარ ხედავ,ჩაკეტილი რჩები.

საკმარისია მარტო აღმოჩნდე და სიტუაცია მკვეთრად იცვლება-მეტად გახსნილები ვხდებით ახალი ნაცნობობის მიმათ და ისინიც ამას გრძნობენ.არ აქვს მნიშვნელობა ეს ადგილობრივი იქნება, რომელსაც მიმართულება უნდა ვკითხოთ, თუ ჩვენსავით სოლო თრეველერი , ადამიანები  მეტი ენთუზიაზმით შემოდიან კონტაქტში, როდესაც მარტო ვართ და არა ხმაურიან მეგობრებთან ერთად.

მე ვფიქრობ,რომ მხოლოდ ასეთი, ერთჯერადი ურთიერთობების დროს თავისუფლდები ადამიანი -როდესაც იცი,რომ მეტჯერ არ შეხვდები, იცი,რომ შენზე არ ისაუბრებენ. ასეთ მომენტებში გვეძლევა შანსი ვიყოთ ის,ვინც გვინდა რომ ვიყოთ.არ არსებობს არანაირი წარსული,არანაირი იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და შენ ქმნი შენს თავს. ყოველი ერთჯერადი უერთიერთობაეს ახალი ცხოვრების დასაწყისია.

მე მჯერა,რომ ჩვენ ყოველდღე ვიცვლებით და არასოდეს ვართ შინაგანად ის,ვინც გუშინ ვიყავით და როდესაც  ნაცნობობა გრძელდება ჩვენ იმ ცხოვრებას,იმ ხაზს ვაგრძელებთ,რომელიც პირველ დღეს შევქმენით, არადა რახან ყოველდღე ვიცვლებით , ყოველდღე იმისგან განსხვავებული რამ გვინდა,რაც გუშინ გვსურდა.საკუთარი მორგებული როლის მსხვერპლი ვხვდებით- სხვა გინდა და სხვას  აკეთებ,რადგანაც როცა ის გაიცანი,ის სხვა არ გინდოდა . ზედმეტ წიაღსვლებში თუ წავედი,ბოდიში 🙂

4.დეტალებზე ორიენტირებულობა

მარტო მოგზაურობა თვითდისციპლინის გამომუშავებაში დამეხმარა. ზოგადად მოუწესრიგებელი ადამიანი ვარ,რომლისთვისაც საბოლოო სურათი არის ხოლმე მნიშვნელოვანი და არა დეტალები,მაგრამ როდესაც მარტო მიდიხარ სამოგზაუროდ,აცნობიერებ,რომ ყველა ხარვეზზე  პასუხისმგებელი შენ ხარ და ავტობუსის გასვლის განრიგზე ყურადღების არ გამახვილებამ შეიძლება თვითმფრინავზე დაგაგვიანოს.ან სასტუმროს ჯავშანის გაუქმების დედლაინის არდამახსოვრობამ დიდი თანხით გაზარალოს.

5.საკუთარ ძალებში დარწმუნება

ვროცლავში ჩასულს,იქაურმა მასპინძელმა (ქაუჩსერფერმა) მის სახლში მისვლამდე ნახევარი საათით ადრე მომწერა , გეგმები შემეცვალა და ვეღარ მიგიღებო. სხვა დროს მსგავს უპასუხისმგებლობაზე ძალიან ავღელდებოდი ,მაგრამ ვიცოდი, დასაკარგი დრო არ მქონდა და სასწრაფოდ შევუდექი ალტერნატივების მოძიებას , ასევე ცივი გონებით დავიწყე პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიება,როცა ბერლინის ერთ-ერთ კლუბში ბოლო დღეს მომპარეს ფული ,რომლითაც აეროპორტამდე მისვლა მქონდა დაგეგმილი ,როცა შუაღამეზე უბინაოდ აღმოვჩნდი უცხო ქალაქში და ასევე მშვიდად და სწრაფად მოვნახე ალტერნატივა,როცა მატარებელს ვერ მივუსწარი.

ჩამოსულს,როცა მეკითხებოდნენ ,ყველაზე ძალიან რამ აღგაფრთოვანაო,ჩემმა სიმშვიდემ და შესაძლებლობებმა-თქო,ვპასუხობდი.ამ მოგზაურობამდე ჩემს ასე გაწონასწორებულ,სწრაფად მოაზროვნე მე-ს ნამდვილად არ ვიცნობდი.დღეს დარწმუნებული ვარ,რომ არ არსებობს პრობლემა,რომელსაც ვერ გავუმკლავდები,გზა,რომელსაც ვერ მოვნახავ და ტვირთი,რომელსაც დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიტან. საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გაცნობის და  სწორად შეფასების უნარი- ეს არის ის,რასაც მარტო მოგზაურობა იძლევა.

6.ღირებულებათა გადაფასება

ახალი შთაბეჭდილებები,ნაცნობები,ადგილები საშუალებას გაძლევს ყველა არსებული პრობლემისგან გათავისუფლდე და ახლებურად დაიწყო მოვლენების გადაფასება ..მოგზაურობის შემდეგ ახლებურად ხედავ გარემოცვაში არსებულ ადამიანებს,უფრო მწვავედ გრძნობ ახლობლებთან მიჯაჭვულობას და იმაზე მეტად  აფასებ მათ,ვიდრე ამას წამოსვლამდე აკეთებდი.

  1. ნდობის სწავლა

მარტო მოგზაურობისას უამრავ ადამიანთან გაქვს შეხება -ზოგს  დახმარებას თხოვ (ძირითადად ქუჩაში-მიმართულების გასაგებად), ზოგიერთებთან ოთახს იყოფ (ჰოსთელში), ზოგთანაც ცხოვრობ (ქაუჩსერფინგის შემთხვევაში),და ზოგსაც დაემგზავრები ხოლმე ( ჰიჩჰაიქერობისას).

ყოველი ასეთი შეხებისას ვრწმუნდები ხოლმე, რომ ადამიანები იმაზე გაცილებით კეთილები არიან,ვიდრე წარმომედგინა და იმაზე გაცილებით უანგაროები,ვიდრე ვფიქრობდი. რომ ყველა ერობრივი თუ ვიზუალური იარლიყი მცდარია და რომ ადამიანებს ერთი სურვილი გვაერთიანებს-ვიყოთ საჭირონი სხვებისთვის.

ასეთი შემთხვევითი ნაცნობობა დღეს უკვე დიდ მეგობრობად გრძელდება ბევრ მათგანთან ,რადგან როულინგს დავესესხები ,,არის ამქვეყნად რაღაცეები,რაშიც ვინმე თუ დაგეხმარება,ბოლოს მასთან დამეგობრებას ვერ ასცდები“- უანგარო თანადგომა ,ერთად გავლილი ათასობით მილი თუ გადახდენილი თავგადასავლები კი სწორედ ასეთი საქმეებია.

თუმცა გახსოვდეთ :

“It’s a dangerous business… going out your door. You step onto the road, and if you don’t keep your feet, there’s no knowing where you might be swept off to.”

JRR Tolkien

6 Comments Add yours

  1. ნონა says:

    როგორ არ მიყვარს მარტოობა, რომ არაფერი ვთქვა მარტო გადაადგილებაზე.. მაგრამ მარტოობის იმდენი პოზიტივი შემოგვთავაზე სალო, უნდა დავფიქრდე:)))) ძალიან მაგარი გოგო რომ გვყავხარ და ძალიან საინტერესო და ცნობილ ადამიანად მოგვევლინები, ჯერ კიდევ როდის შევიგრძენი, ცუცქნა რომ იყავი, მაგრამ მგონი მაგარი კი არა, უძალიანესად მაგარი ხაარ!!!❤❤❤

    Like

  2. საინტერესო მიდგომაა მარტოობასთან. არც ისე ცუდია მატო ყოფნა და როგორც ჩანს მატო მოგზაურობაც რაღაც გამოწვევასივითაა. აუცილებლად უნდა ვცადო
    საკუთარ თავთან მარტოობისტვის დრო ყოველთვის მავს და არც შემიძლია ისე რომ ჩემი მესთვის დრო არ გამოვნახო.
    სანტერესო აზრები გაქვს

    Liked by 1 person

  3. ika says:

    ჩემი გოგო ვარიანტი ვიპოვე 😀

    Like

  4. Franny Glass says:

    აუ ძალიან ძალიან კარგია ❤ ვისიამოვნე ფრიად, მაგარო გოგო ❤

    Like

    1. უუჰჰ,მადლობა ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s