რა ვაჩუქოთ მოგზაურობის მოყვარულს?

 

mapgift-902x600

-რა ვაჩუქო მოგზაურობის მოყვარულს?

ეს ის კითხვაა, შობა-ახალი წლის დღეებში  ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა მოლოცვებზე და ხატებზე ხშირად რომ მიგზავნიდნენ, ამიტომ , გადავწყვიტე , ბარემ ჩემი  ჩამონათვალისთვის პოსტის სახე მიმეცა . ცოტა რაჭულად კი შემაგვიანდა და სეკრეტ სანტას ციებ-ცხელება უკვე ჩავლილია, თუმცა იმედი მაქვს , ეს სია გადაწყვეტილების მიღებაში სამომავლოდაც დაგეხმარებათ 🙂

* ნივთები შერჩეულია 1-იდან 50 $-მდე  დიაპაზონში.

 

  1. საძილე ნაკრები

91QKpzlsH-L._SL1500_

მოგზაურობისას დრო არასოდესაა საკმარისი. უამრავი ქუჩაა სანახავი, უამრავი მუზეუმი დასათვალიერებელი,უამრავ შენობასთან სურათი გადასაღები და უამრავ კაფეში დასაჩექინებელი. ამ ,,ვირთხების რბოლაში” დროის ეკონომია ძირითადად ძილზე კეთდება ხოლმე და რეალური დასვენება სწორედ ერთი კვირის შემდეგ,  “დასვენებიდან” დაბრუნებულებს გვჭირდება .

ამიტომ ყველაზე იდეალური ძილისთვის იმ დროის გამოყენებაა,რომელსაც ტრანსპორტსა და აეროპორტში ვატარებთ . თუმცა, კარგი კისრის ბალიშის, თვალების ნიღბის და ყურსაცვამების გარეშე ეს არც ისე იოლი განსახორციელებელია,მითუმეტეს მაშინ, თუკი არ გაგიმართლათ და ბორტზე პატარა ბავშვია.

Lance-Rants-Flying-With-Children

  • სად ვიყიდოთ და ra xiirs?

როგორც ყოველთვის, Amazon.com და ebay.com საუკეთესო ვარიანტია . გამოწერით ნაკრების  ფასი 2 დოლარიდან 60 $-ამდე მერყეობს ხარისხის, ბრენდისა და პრინტის მიხედვით ,ხოლო თუ ლოდინის  დრო არ გაქვთ ,ადგილობრივ ბაზარზე მინისო • Miniso-სა და  Sleep Art • სლიფ არტ-ს შეგიძლიათ მიმართოთ. სლიფ არტში მისი ფასი 40 ლარია.

 

  1. გადასაფხეკი რუკა და რუკა-ფაზლი

717+jXJLozL._SL1000_

მსოფლიო რუკა, რომელზეც უკვე ნანახი ქვეყნების  გადაფხეკაა შესაძლებელი ,ვფიქრობ,რომ ყველა მოგზაურისთვის კარგი საჩუქარია.

ასევე, კარგი ვარიანტი რუკა-ფაზლი. აწყობის შემდეგ მისი კედელზე გაკვრა და ჭიკარტებით იმ ქვეყნების მონიშვნაა შესაძლებელი ,სადაც ნამყოფი ხართ.

  • სად ვიყიდოთ და რა ფასად?

გადასაფხეკი რუკა kura-kura/კურა-კურა-ში  შეგიძლიათ შეიძინოთ 20 ლარად.

რუკა ფაზლის გამოწერა კი (600 ასაწყობი ნაწილით) ამაზონიდან შეგიძლიათ 20 $- ის ფარგლებში.

 

3.თერმოსი და მათარები რუკის პრინტით

s-l1600-1

მოგზაურობისას ჩვეულებრივზე ბევრს ვმოძრაობთ ხოლმე ფეხით და ხშირად ისეთ ადგილებზეც გვიწევს გადაადგილება, სადაც წყალი ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ იყიდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სითხის მიღება არ დაგვავიწყდეს და სხეული არ გამოვფიტოთ . ამიტომ,თერმოსი ყველა მოგზაურისთვის საჭირო ნივთია. თუკი მას ლამაზ, სახასიათო პრინტსაც დავუმატებთ, უკვე საყვარელი ნივთიც გახდება.

  • სად ვიყიდო და რა ფასად ?

სურათზე გამოსახული თერმოსის შეძენა ebay.com-ზე 44 $-ადაა შესაძლებელი, მათარების კი – 10 დოლარიდან.

 

  1. საიდუმლო წელის ჩანთა

s-l1600

მოგზაურობისას წელის ჩანთაზე კომფორტული არაფერი მეგულება , ხოლო კომფორტთან ერთად დაცულობის შეგრძნებაც თუ გინდათ,რომ გქონდეთ- მაშინ საიდუმლო წელის ჩანთაზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი . ის იმდენად თხელია, მაისურის ქვეშ ფაქტიურად შეუძლებელია შეგამჩნიონ , სასიცოცხლოდ აუცილებელი სამი ნივთი კი – ფული,პასპორტი და მობილური მასში თავისუფლად თავსდება.

ასეთი წელის ჩანთით  განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის მსურველ მეგობარს გაახარებთ. ამ ზონის ქვეყნებში ქურდები ძირითადად მოტოციკლეტებით მოძრაობენ და ტურისტებს ხელიდან ჩანთებს გლეჯენ.

  • სად შევიძინოთ და რა ფასად:

გამოწერით ასეთი წელის ჩანთა ( საშუალო ხარისხით) დახლოებით 10 $-ის ფარგლებში  დაგიჯდებათ. ადგილზე თუ გინდათ ყიდვა, შეგიძლიათ ბაზრობებზე გაიაროთ.

 

  1. სელფის ჯოხ – სადგამი

s-l1600

კარგია ეს თუ ცუდი, მოგზაურობა ხანდახან ადამიანებს იმიტომ უხარიათ,რომ ერთ-ორ ლამაზ სურათს გადაიღებენ . ეს ამოცანა ცოტა რთულდება, როცა საქმე მარტო მოგზაურობის მოყვარულ ადამიანთან გვაქვს. ყოველ წუთს ვიღაცის გაჩერება და ფოტოს გადაღების თხოვნა ცოტა უხერხულია – სწორედ ამისთვის არსებობს სელფის ჯოხი და კიდევ უკეთესი – ტრიპოდი,იგივე კამერის სადგამი.

და რა ჯობია,როდესაც ეს ორივე ხელსაწყო ერთადაა მოცემული? არც არაფერი.

  • სად ვიყიდით და რა ფასად?

ამ მშვენიერი სელფის ჯოხის შეძენა,რომლის გარდაქმნა სადგამადაა შესაძლებელი ebay-ზე 10$ არის შესაძლებელი.

 

  1.  პასპორტის  ჩასადები

26685377_477899642611625_4392244558102548813_o

 

მან, ვინც ხშირად მოგზაურობს, კარგად იცის, რა იოლად იქექება პასპორტის ყდა , განსაკუთრებით ქართული პასპორტის, რადგან არ ისე კარგი ხარისხისაა.

მე კი ვხუმრობ ხოლმე ჩემს გადაშლილ პასპორტზე,მსოფლიო მოქალაქისაათქო (  ყდაზე აღარც საქართველოს გერბი ჩანს და აღარც ,,georgia” იკითხება )  , მაგრამ თავის დროზე პასპორტის ჩასადები რომ ეჩუქებინათ და ასე დამეცვა , ბევრად კმაყოფილი ვიქნებოდი .

  • სად ვიყიდოთ და რა ფასად?

გამოწერით მსგავსი ქავერების ფასი 2-დან 10 დოლარამდე დაგიჯდებათ.

თბილისში  ფერტა / Ferta-ში შეგიძლიათ იყიდოთ ძალიან საყვარელი ქავერები 25 ლარად.

 

7. ლამაზი საწვიმარი 

25659942_1517296798366480_227388984557581093_n

საწვიმარი რომ წასაღებ ნივთებში ერთ-ერთ პირველ ადგილზე უნდა იყოს, ვფიქრობ ყველამ იცის, თუმცა ,მიუხედავად ამისა , ყოველთვის მავიწყდებოდა მისი ჩადება, სანამ სალიმ ჩემი უშნო და დიდი საწვიმრის მაგივრად,რომელიც საეჭვოდ ჩამოგავდა გამოჭრილ ნაგვის პარკს , მისი ლამაზი ალტერნატივა არ მომიტანა. ასე რომ, პირადი მაგალითით შემიძლიათ გითხრათ, რომ მოგზაურობის და ლაშქრობის მოყვარულისთვის, კარგი საწვიმარი იდეალური საჩუქარია.

  • სად ვიყიდოთ და რა ფასად : 

საწვიმრის ყიდვა მარტივი საქმეა . მაგელანი , დომინო, სმარტი , ვაგზლის ბაზრობა ,ლილო თუ წერეთლის მეორადები – ყველგან შეიძლება მათი პოვნა , ხარისხი და ფასები ,რაღა თქმა უნდა ,განსხვავებულია.

ჩემთვის ფასითა და ვიზუალით ყველაზე მისაღები საწვიმრები ბოლოს STORE #31-ში შემომხვდა 35 ლარად. თქვენც გირჩევთ მათი ფეიჯის დათვალიერებას, თუმცა ხარისხზე თავს ვერ დავდებ.

 

8. პორტატული დამტენი (power bank)

s-l400

მოგზაურობისას ნომერ პირველი ფობია დამჯდარი ელემენტია.რა გასაკვირია-  სურათებისა და ვიდეოების გადაღებას ვინ ჩივის, ხანდახან სასტუმრომდე მისასვლელი ერთადერთი გზაც ხომ მობილურზე, უფრო სწორად კი google map-ის აპლიკაციაზე გადის .

თუ მთელი დღეების გატარება კაფეებისა და ბარების შტეფსელების ძიებაში , კედელზე მიწეპებულებს არ გსურთ და თუ არც თქვენი მოგზაურობის მოყვარული მეგობარი გემეტებათ ამისთვის , აჩუქეთ კარგი პორტატული დამტენი ,დამიჯერეთ, უზომოდ მადლობელი დაგრჩებათ .

  • სად ვიყიდოთ და რა ფასად: 

ფოუერ ბანკის ყიდვა ნებისმიერ ტექნიკის მაღაზიაში შეგიძლიათ , თუმცა ამ შემთხვევაში  ნაჩუქარ ცხენს კბილი ზუსტადაც რომ გაესინჯება ,ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად ხარისხიან დამტენზე გააკეთოთ არჩევანი ,ასეთი კი anker 20100mah გახლავთ . მისი შეძენა გამოწერით დაახლოებით 45 $ დაგიჯდებათ.

 

9.  უნივერსალური გადამყვანი 

18mn6p37jctyxjpg

ხანდახან ხდება ხოლმე, ჩახვალ ქვეყანაში , ბედნიერი მიეგდები სასტუმროს საწოლზე ,ამოალაგებ შენს დამტენებს და ჰოპ – თურმე ,,შტეფსელს” არ ერგება.

უნივერსალური გადამყვანი ნამდვილი ხსნაა იმ ადამიანებისთვის ,ვინც მართლა ძალიან ბევრს მოგზაურობს და თან განსხვავებულ ქვეყნებში, განსხვავებულ კონტინენტებზე .

  • სად ვიყიდოთ და რა ღირს?

გამოწერისას უამრავი სხვადასხვა ფასის ჩარჯერს შეხვდებით, თუმცა ხარისხიანი უნივერსალური დამტენი დაახლოებით 20 $ ღირს.

 

10. აქსესუარები სამოგზაურო თემატიკით 

 

ადამიანის გახარება ნებისმიერი ნივთით შეიძლება ,მთავარია იგრძნობოდეს ,რომ თქვენ სპეციალურად ამ პიროვნებისთვის შეარჩიეთ ის.

საათები , სამაჯურები, ყელსაბამები ,ბრელოკები – უამრავი აქსესუარია მოგზაურობის თემაზე და თითოეული მათგანი აუცილებლად გამოიწვევს თქვენი ხეტიალის  მოყვარული მეგობრის სიხარულს.

  • სად ვიყიდოთ და რა ღირს? 

გამოწერით აქსესუარები 2-10$-ის ფარგლებში დაგიჯდებათ . თბილისში მათი შეძენა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მაღაზიებში შეგიძლიათ.

 

 

2 thoughts on “რა ვაჩუქოთ მოგზაურობის მოყვარულს?

  1. უი, შენ გაიხარე. 🙂 ზუსტად უნივერსალური გადამყვანის ყიდვას ვფიქრობდი ახლა ჩემი მეგობარისთვის. საკუთარ თავზე გამოცდილებით ვიტყოდი, რომ ნამდვილად კამფეტი რამეა და სხვა “თიფები”-ც ძალიან გამომადგება 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s