ბუდა პარკი – მსოფლიო საოცრება ლაოსიდან

თუ ვინმე სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში აპირებთ მოგზაურობას,ჩემი რჩევა იქნება,რომ ლაოსით დაიწყოთ- პირველ რიგში იმიტომ,რომ მოწესრიგებული,კეთილი აზიაა და შესაბამისად კულტურილი შოკიც ნაკლები

გექნებათ ,მეორე კი იმიტომ,რომ სხვა ქვეყნებიდან ხმაურით, გაიძვერობით,ჭუჭყით,ალიაქოთით დაღლილისათვის აქაურობა დიდი ცდუნებაა და ,შეიძლება ფეხის გადგმა აღარ მოგინდეთ აღარსად 🙂) არ ვაჭარბებ- ჯერ მარტო ის რად ღირს,ქუჩის გადაკვეთისას ყველა ღმერთისთვის სანთლის დანთება და ბატკანის დაკვლა რომ არ გიწევს- ზებრაც იციან რა არის,წითელი სინათლის დანიშნულებაც და თუ თქვენ ვერ ერკვევით ამაში დიდად ეგეც არაფერი- დაგითმობენ ლმობიერად.
ან ის რად ღირს,ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამვლელები კეთილად რომ გიღიმიან ( თუ ჩემსავით დიდი ცხვირი გაქვთ ,შეიძლება მოფერების ნიშმად მოგქაჩონ კიდეც- აქ ყველა ცხვირპაჭუაა და მსგავსი ეგზოტიკური გარეგნობა აქ მოწონებას იმსახურებს- ამასაც მოვესწარი:)) და იცი- გულწრფელი ემოციაა ,მოწონების გამოხატულება და გამორჩენის მიზნით არ გაწონებს თავს,არც იმიტომ,რომ წინაპრებისგან დაყვა – შენზე თეთრ კაცს უნდა შესტრფოდეო.
ან ის პაწაწინა,ოჩოფეხებზე შემდგარი ხის ქოხებიანი სოფლები რად ღირს, პალმის უზარმაზარი პლანტაციებითა და ბრინჯის ყაბებით რომ არიან გარშემორტყმულები.
აქ ყველაფერი მწვანეა და ხელუხლებელი,მიწაზე კი თუ რამე ყრია- ეს მხოლოდ ხეების ნაყოფი და ქოქოსებია.
ინდოეთში,ბირმის ვიზის აღებისას ( სადაც შემდეგ მე აღარ წავყევი ბავშვებს და მაგ დროში და მაგ ფასად მალაიზია,ვიეტნამი,კამბოჯა,ლაოსის მოვლა გადავწყვიტე) ერთი მოხუცი,ეგვიპტელი კაცი გავიცანით( როგორ მინდა 75 წლის ასაკში მეც მასავით შევძლო აქეთ-იქით ბოდიალი♥). ამ ქვეყნებში უკვე ნამყოფი იყო და შთაბეჭდილებებს ვეკითხებოდით. ყველაზე მეტად ლაოსი მომეწონა- ნამდვილი სამოთხეაო,გვითხრა და მაშინ ცოტა გამიკვირდა- ამ ქვეყნებში ყველაზე ნაკლებად პოპულარული მიმართულება რატომ გამოარჩიამეთქი.ახლა ვხვდები- ლაოსის მთელი ხიბლიც მოგზაურისთვის მისი შედარებით ნაკლები ტურისტულობაა. ეს არის ჯერ კიდევ ხელშეუხებელი აზია,რაღაც ისეთი,70-იან წლებში რომ იყო,რომელიც მალე ალბათ ისევე წახდება როგორც ამ რეგიონის სხვა ქვეყნები ,მაგრამ მანამდე ტურისტი თავს აქ ისე გრძნობს,როგორც ადამიანი და არა როგორც უბრალოდ ფულის ტომარა.
ბუდა პარკის(ლაოსურად ,,სულების ქალაქის” ) მცირე ფასიც ალბათ ნაკლები პოპულარულობით არის გამოწვეული. როცა მეზობელ ქვეყნებში მთავარი ღირსშესანიშნაობის სანახავად ლამის ვიზის თანხაზე მეტი უნდა გადაიხადოთ,აქ შესვლის ბილეთი სულ 6000 კიპი დაგიჯდებათ,ანუ სადღაც 80 ცენტი.
შედიხარ და უეცრად მთლიანად კარგავ რეალობის აღქმას- ორასამდე ბევრხელებიანი და მრავალსახიანი ღმერთები, დემონები,გველეშაპები, ადამიანები ,რომლებიც ბოსხის ტილოებიდან გადმოსულები გეგონებიან შამანი ბუნლეაო სულიტატის მიერაა შექმნილი. ეს პარკი იდეალური სინთეზია ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის,რეალობის და ირეალურის ,ბუდიზმის და ინდუიზმის.აქ შეგიძლიათ განვლოთ კიბეები ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ ,იმოგზაუროთ დემონის ხახაში და გიგანტური გოგრის სამ სახეში დედამიწას,ქვესკნელს და ზესკნელს ერთად ეზიაროთ.
თუ ეს ყველაფერი არ გაკმაყოფილებთ და თრიფისთვის ხელოვნური წახმარება გჭირდებათ,არც ეგაა პრობლემა- მარიხუანა,მეჯიქ მაშრუმს,ლსდი აქ დაახლოებით იგივე სიტყვათშეთანხმებებია,რაც ცივი ფანტა,კოკა -კოლა ,სპრაიტი- ბათუმის ბულვარში 

 

21557877_501690790164824_829552554452072015_n21433100_501690763498160_7298058427614762129_n

21615981_501690943498142_6042705512119611444_n21558638_501690806831489_3096657787797493105_n21463207_501690986831471_5404124669929141441_n21687411_501691023498134_3159278159574537024_n21432740_501690853498151_6203656079831959625_n21433208_501690843498152_2520337259934328821_n21432919_501690880164815_5737476137128304457_n21558870_501691006831469_4899666059010221966_n21462774_501690816831488_5464854852047057567_n21616099_501690896831480_8369045562542298603_n21433245_501691040164799_2562794607922750080_n

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s